ახალი ამბები
გამდლისწყაროში ერთი საუბნო წყარო 150-ტონიანი რეზერვუარით შეიცვლება
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გამდლისწყაროში მოსახლეობა წყლის გაუმჯობესებას ელის. მერიის ბიუჯეტის დაფინანსებით, 15-ტონიანი რეზერვუარი კეთდება.

სოფელში 50-მდე კომლი ცხოვრობს. მოსახლეობა ერთი საუბნო წყაროში სარგებლობს, ხოლო ჭა მხოლოდ ორ ოჯახს აქვს.

მერიის პრეს-სამსახურში აცხადებენ, რომ პროექტის დასრულების შემდეგ ყველა ოჯახი სასმელი წყლით უზრუნველყოფილი იქნება. სამუშაოების ღირებულება 308 175 ლარს შეადგენს.

ჭაბურღილის მშენებლობა კომპანია სს "სპეცჰიდრომშენმა" უკვე დაამთავრა, ამჟამად, რეზერვუარს აწყობენ.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები