ახალი ამბები
ახალგაზრდობის სააგენტომ საპილოტე პროგრამის განსახორციელებლად გორის მუნიციპალიტეტი შეარჩია
გორის მუნიციპალიტეტში ახალი პროგრამის განხორციელება დაიწყება, რომლის ინიციატორი ახალგაზრდობის სააგენტოა. ამ მიზნით დღეს გორში სააგენტოს წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს.

ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის, რეზო ჩარკვიანის თქმით, გორის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთია იმ 11 მუნიციპალიტეტს შორის, რომელიც პროექტის განხორციელების მიზნით შეირჩა.

,,დღეს უკვე ვართ მეშვიდე რეგიონში, ეროვნული ტური ეძღვნება სამწლიანი რეფორმის ერთ-ერთ მიმართულებას. ეს არის მუნიციპალური ახალგაზრდულის რეფორმა. იცით, რომ სულ 9 მიმართულებით ვმუშაობთ. მათგან ერთირთი, ახალგაზრდული მუნიციპალური რეფორმა გულისხმობს 64-ვე მუნიცპალიტეტში ეკოსისტემის შექმნას, რომელსაც ჭირდება ადამიანური რესურსის მომზადება-გადამზადება, ეს ეხება როგორც საჯარო სექტორს, ასევე სამოქალაქო მხარეს." - გვითხრა რეზო ჩარკვიანმა.

ახალგაზრდობის სააგენტო სამწლიანი რეფორმის ერთ–ერთი მიმართულების - "მუნიციპალური ახლაგაზრდული პოლიტიკის" ფარგლებში, რეგიონულ ტურნეს ახორციელებს, რომელიც 10 რეგიონის 11 მუნიციპალიტეტს მოიცავს.

შეხვედრაზე რეფორმის აღნიშნული მიმართულების ფარგლებში, სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის მიერ ერთობლივად გადადგული ნაბიჯები და გეგმიური აქტივობები განიხილეს. ასევე, იმსჯელეს მუნიციპალიტეტში უკვე არსებული ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის რევიზიასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

"მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის" განვითარება გულისხმობს საპილოტედ შერჩეულ 11 მუნიციპალიტეტში ახალგაზრდობის საჭიროებების კვლევაზე დაფუძნებულ ახალგზრდული პოლიტიკის დოკუმენტის და სამოქმედო გეგმის შექმნას.


Print

სტატიის გამოყენების პირობები