ახალი ამბები
ცხინვალში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას ოსური საინფორმაციო სააგენტო ,,რესი" ავრცელებს.

დე-ფაქტო რესპუბლიკის მთავრობის ოფიციალური გამოცემის თანახმად, ერთ-ერთი მათგანი რუსეთიდან დაბრუნებული მოქალაქეა, ხოლო მეორე - სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელი.

ბოლო 24 საათში სულ 33 ნიმუში იქნა აღებული.

საერთო ჯამში, მაისიდან დღემდე, დე-ფაქტო რესპუბლიკაში კორონავირუსის 89 შემთხვევაა დადასტურებული.
Print

სტატიის გამოყენების პირობები