ახალი ამბები
,,ქალაქის ცენტრში ანტისანიტარიაა" - ენმ-ს აქცია გორში
გორის ცენტრში აქცია გაიმართა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა მიწისქვეშა გადასასვლელში პერფორმანსი მოაწყეს.

სავალალო მდგომარეობაშია საპირფარეშოებია, დანაგვიანებულია ის ადგილები, სადაც ფეხითმოსიარულემ უნდა გაიაროს.

,,იცით, რომ ასევე არ არის ადაპტირებული გარემო შშმ პირებისთვის. ანტისანიტარიაა. და უბრალოდ ადამიანები ვერ ჩადიან და გზაზე გადადიან, რაც მეტად საფრთხის შემცველია." - აღნიშნავს ენმ-ს წევრი ვასილისა ჯაბახიძე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები