ახალი ამბები
ალიკა მაკრახიძე: ,,ადრე უფრო მალე ვაკერებდით ასფალტს"

 

როგორც მერიაში გვითხრეს, თავდაპირველად, სამშენებლო კომპანია 10 სმ სისქის საფარის ორმოულის ამოვსების თანხას ითხოვდა, სინამდვილეში კი, ასფალტის სისქე, მთლიანად, 10 სმ აღმოჩნდა და, შესაბამისად, 10 სმ სისქის ორმოულს ამოსავსებად ვერ გაამზადებდა. 

 

,,ამ შემთხვევაში, როგორ გადავუხდიდით 10 სმ-ის ღირებულების თანხას, მაშინ როდესაც მოფრეზვა უფრო ნაკლებ სისქეზე ხდება. " - გვითხრეს მერიაში. ზედამხედველობის სამსახურმა გაარკვია, რომ ამჟამად 10 სმ-ის სისქის ასფალტზე 5 სმ-ი ორმოულია მოფრეზილი და ამოსავსებად გამზადებული.

 

მერიის ზედამხედვლეობის სამსახური მოსფალტებულ ორმოულების სისქეს ყველა ქუჩაზე ამოწმებს. იგივე მერიაში გვითხრეს, რომ ზედამხედველობის სამსახური ამოთხრილის და, შემდეგ, ამოვსებულის ფართობსაც ითვლის. 

 

,,იყო პრობლემა იმის თაობაზე, თუ რა მოცულობის ნატეხები გაჰქონდა კომპანიას. კომპანია ამბობდა, რომ მაგალითად 1 კბ.მ მოცულობის ორმოულიდან გააქვს 1 კბ.მ ნატეხი. ჩვენ ვკითხეთ, ეს როგორ? ორმოული ხომ მთლიანად სავსე არ იყო? ამის შემდეგ ესეთი რამ გვითხრა კომპანიამ, რომ ეს მოცულობა ფართობის ხარჯზე გაიანგარიშა." - გვითხრეს მერიაში.

 

ეს დეტალები უკვე ვიცოდით, როდესაც სამშენებლო კომპანია ,,არქმშენსტუდია 2002"-ის ხელმძღვანელს ალიკა მაკრახიძეს შევხდვით. ის ამბობს, რომ სამუშაოებს გეგმის მიხედვით ახორციელებს.

 

,,პრობლემა იმაშია, რომ თუკი ადრე მხოლოდ 20 კვ.მ ფართობის ამოვსება გვიწევდა, ახლა 1200 კვ.მ ფართობი უნდა ამოვავსოთ. ამიტომ ვაკეთებდით ადრე უფრო სწრაფად." - აცხადებს ალიკა მაკრახიძე. ის გვიდასტურებს, რომ ამჟამად 5 სმ სისქის სამუშაოების ანაზღაურებას იღებს. 

 

მერია კი კმაყოფილია, რომ სამუშაოები მაქსიმალურად კონტროლის ქვეშ ხორციელდება და ისე არ ხდება, როგორც ადრე ხდებოდა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები