ახალი ამბები
გორის სიახლოვეს ხრეშით დატვირთული კამაზი ხეს შეეჯახა
ავარია მოხდა გორი-კარალეთის გზაზე. დაშავდა 60 წლამდე ასაკის მამაკაცი.

გორმედის წარმომადგენლის ცნობით, მისი მდგომარეობა მძიმეა.

ხრეშით დატვირთული ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.

პოლიციამ გამოძიება საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის მუხლით დაიწყო.

წინასწარი ინფორმაციით, ავტომანქანას საბურავი დაუზიანდა, რის შემდეგაც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები