ახალი ამბები
ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ქვემო ჭალაში გახელაძეებს შეხვდა
ცხინვალის საპატიმროს ყოფილი პატიმარი, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ქვემო ჭალაში გახელაძეების ოჯახს შეხვდა.

მან ოჯახის წევრებს მხარდაჭერა გამოუცხადა და თანადგომა აღუთქვა. ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც 33 წლის ზაზა გახელაძე დააკავეს.

რუსეთის სამხედრო ძალების წარმომადგენლებმა ზაზა გახელაძე ჯერ ფეხში დაჭრეს, შემდეგ ახალგორის მიმართულებით წაიყვანეს.

დღეს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პროკურორმა ქობესოვმა განაცხადა, რომ გამოძიება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით მიმდინარეობს, რაც საზღვრის უკანონო გადაკვეთას გულისხმობს.

ვაჟა გაფრინდაშვილიც ამავე მუხლით იყო დაკავებული.
Print

სტატიის გამოყენების პირობები