ახალი ამბები
ხაშურის სოფელ ბრილში აქცია გაიმართა
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრილის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ადგილობრივები მთავრობას გულგრილობასა და უყურადღებობაში ადანაშაულებენ.

მთავარი პრობლემა სოფლამდე მისასვლელი 4 კილომეტრიანი გზა გახლავთ. მოსახლეობის თქმით, ხაშურის მერიას არაერთხელ იმართეს გზის მოასფალტების მოთხოვნით, თუმცა უარი მიიღეს.

გარდა ამისა, სოფელში მოშლილია სანიაღვრე არხები და წყლის სათავე ნაგებობა, რაშიც მდინარის წყალი ჩადის.

“სასწრაფოს ეზარება, ტაქსი არ მოდის... არ დაადგა საშველი, არ გვაქცევენ ყურადღებას”,- ამბობს ადგილობრივი მცხოვრები ნოდარ იმერლიშვილი.

ადგილობრივების თქმით, თუ მერია მათ პრობლემებს სათანადო ყურადღებას არ დაუთმობს, ისინი მომავალში უფრო ფართომასშტაბიან აქციებს გამართავენ
Print

სტატიის გამოყენების პირობები