ახალი ამბები
ბადრი ბასიშვილი და უცნობი ქალი - ოპოზიციის კანდიდატები შიდა ქართლში
ოპოზიციიდან გორი-კასპის ოლქში მაჟორიტარი კანდიდატი ბადრი ბასიშვილი იქნება, რაც შეეხება ხაშურ-ქარელს, აქ ჩვენი ინფორმაციით ქალი კანდიდატის დასახლებას გეგმავენ. ოპოზიცია კანდიდატურებს 22 ივლისს დაასახელებს.

ბადრი ბასიშვილი გვიდასტურებს, რომ მისი კანდიდატურის დასახელების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია, რაც შეეხება მეორე ოლქს, ხაშური-ქარელს, აქ ქალი კანდიდატურის წარდგენის შესახებ ინფორმაციას არ უარყოფს და არც გვიდასტურებს. მისი ინფორმაციით, ამ კუთხით საკითხი ნამდვილად განიხილება.

მეათე მოწვევის პარლამენტი 120 პროპორციული სისტემით და 30 მაჟორიტარული სისტემით არჩეული დეპუტატისგან დაკომპლექტდება. შიდა ქართლში - 2 მაჟორიტარული ოლქი იქნება.

ერთ-ერთ მათგანში გაერთიანდება კასპისა და გორის მუნიციპალიტეტები; მეორეში - ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტები და გორის მუნიციპალიტეტის ვარიანის, ნიქოზის, ტირძნისის, სკრისა და შინდისის ადმინისტრაციული ერთეულები.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები