ახალი ამბები
მინდია გოდერძიშვილი: ,,საკრებულოში მარტო ვგრძნობ თავს"

 

,,ბატონო მინდია, რატომ გრძნობთ თავს მარტო? თქვენ ხომ მშვენივრად თანხმდებით სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, ,,ქართულ პარტიასთან", სხვა ოპოზიციონერებთან?" - უთხრა ჩვენი თანდასწრებით საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ნინო ზურაბიშვილმა.

 

,,შეიძლება რაღაც საკითხებში ასეა, მაგრამ ფუნდამენტურ საკითხებში ვერ ვთანხმდებით" - უპასუხა გოდერძიშვილმა ნინო ზურაბიშვილს.

 

შეგახსენებთ, ქალაქ გორის საკრებულოს თავმჯდომარის პაპუნა კობერიძისა და მისი მოადგილის ნინო ზურაბიშვილის, ასევე კომისიის თავმჯდომარეობიდან ,,ლეიბორისტული პარტიის" წარმომადგენლის ზაზა მეზვრიშვილის გადაყენებას საკრებულოს წევრების ოპოზიციური ნაწილი (9 წევრიდან 8 წევრი) ითხოვს, ხოლო გორის მერს ზურაბ ჯირკველიშვილს უნდობლობას უცხადებს. მათ შორის მინდია გოდერძიშვილი.

 

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები