ახალი ამბები
ქვემო ჭალაში რუსი სამხედროების მიერ დაკავებულ ზაზა გახელაძის ოჯახს ხვდებიან
ამ წუთებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და შერიგების სამინისტროს წარმომადგენლები კასპის რაიონში, ზაზა გახელაძის ოჯახს ხვდებიან.

ირაკლი ანთიძე და ლია გიგაური ცხინვალში მყოფი, ამავე დროს რუსი სამხედროების მიერ დაჭრილი გახელაძის მდგომარეობის შესახებ ოჯახს ცხელი ხაზით მიღებული ინფორმაციას და 30 ივლისს ჩანიშნულშეხვედრის დეტალებს აცნობენ.

ცნობილი ხდება, რომ 30 ივლისს ერგნეთში შეხვედრა გაიმართება. ოთხმრხრივ შეხვედრაზე 11 ივლისს, რუსი სამხედროების მიერ დაკავებულ, ქვემო ჭალელ ზაზა გახელაძისა და მეჯვრისხეველ ხვიჩა მღებრიშვილის გათავისუფლების საკითხებს განიხილავენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები