ახალი ამბები
ენმ ითხოვს, რომ გორის სპორტის სასახლე გაიხსნას
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გორის ორგანიზაციის წევრებმა აქცია გამართეს. ჯერ ვოლოგდის დასახლებაში, შემდეგ კი, - ჭალის დასახლებაში, სპორტის სასახლესთან.

ორგანიზაციის ლიდერი, ბადრი ბასიშვილი ამბობს, რომ ვოლოგდის დასახლებაში მერიამ მოსახლეობას სტადიონის ტერიტორია გაუყიდა, ხოლო სპორტის სასახლეს ორ წელზე მეტია არ ხსნის.

ინციდენტს ჰქონდა ადგილი პირველ აქციაზე, სადაც ენმ-ს წევრებს ქართული ოცნების წარმომადგენლები დახვდნენ. უბნის რწმუნებულის, მიხეილ შეინგელიას თქმით, სტადიონის გაუქმება და მისი სხვა ადგილზე გადატანა ადგილობრივმა მოსახლეობამ მოითხოვა:

,,შეგროვდა 200-მდე ადამიანის ხელმოწერა, ისინი ითხოვდნენ, რომ სტადიონი სხვა ადგილზე გადატანილიყო" - აცხადებს მიხეილ შენგელია.

რაც შეეხება სპორტის სასახლეს, მისი მშენებლობა 2016-2018 წლებში მიმდინარეობდა და დღემდე არ ფუნქციონირებს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები