ახალი ამბები
გორის პოლიციის თანამშრომელი 35-წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს
გორის პოლიციის თანამშრომელი 35-წლის ქალის გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტროს პრეს-სამსახური ადასტურებს. 

შს სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა დაზარალებულის შეტყობინების საფუძველზე დაიწყო. მოქმედი პოლიციელი 21 ივლისს დააკავეს. 

პოლიციელის ინტერესებს ადვოკატი ბონდო ვათიაშვილი იცავს, თუმცა, ამ ეტაპზე მედიასთან არ თანამშრომლობს. აღკვეთის ღონისძიების საკითხს გორის სასამართლო სავარაუდოდ 23 ივლისს განიხილავს. 

ბრალდებული  შს სამინისტროს რიგებში ათ წელზე მეტია მუშაობს. ის გარკვეული ხნის განმავლობაში გათავისუფლებული იყო სამსახურიდან.

გამოძიება 137-ე მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს გაუპატიურებას ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან რვა წლამდე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები