ახალი ამბები
უფლისციხეში ახალი ხიდის მშენებლობა დაიწყო
მდინარე მტკვარზე ახალი ხიდის მშენებლობა უკვე დაიწყო, რომელიც ისტორიულ ციხე-ქალაქ უფლისციხეს მტკვრის მარჯვენა სანაპიროსთან დააკავშირებს. კომპანია ,,ჩონსტრუცტიონ შერვიცემ" სამშენებლო კონსტრუქციების მიტანა გვიან ღამით დაიწყო.

პროექტი საქართველოს საგზაო დეპარტამენტის დაკვეთით ხორციელდება. ხელშეკრულებას 2019 წლის 11 სექტემბერს მოაწერეს ხელი. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება 1 მლნ 869 905 ლარს შეადგეს.

ახალი ხიდი 2023 წელს იქნება მზად. ააშენებენ დღეს არსებული გადასასვლელი ხიდის გვერდით.

ლამპიონები ღამის განათებებით, ტროტუარები, დეკორატიული მოაჯირეები - ასეთი იქნება ახალი კონსტრუქციის ატრიბუტები, რომელსაც მუზეუმში მიმსვლელი ქვეითები და მძღოლები იხილავენ.

რაც შეეხება მოქმედ ხიდს, ის 1980-იან წლებში აშეაგეს. მისი მდგომარეობა, ექსპერტების შეფასებით, საგანგაშოა. 1986 წელს მშენებლობის პროცესს ტრაგიკული მოვლენა ახლდა თან.

ხიდის თავდაპირველი კონსტრუქცია, ე.წ. გატესტვის დროს, ჩაინგრა. სატვირთო მანქანაში მსხდომი მამა-შვილი დაიღუპა. 

ქვემოთ ფოტოზე: მოქმედი ხიდი

Print

სტატიის გამოყენების პირობები