ახალი ამბები
უფლისციხის ხიდიდან ძროხა უკვე გადავარდა, შემდეგი?

 

 

,,ზვიად, დაურეკე პაატას და უთხარი, რომ დროზე გააკეთონ ის ხიდი, სანამ მართლა ადამიანი არ გადავარდნილა" - დაურეკა გია წვერავამ ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსს ზვიად ანესაშვილს ინტერვიუს ჩაწერის შემდეგ.

 

კაპიტალურ ხიდს მოაჯირებს საგზაო დეპარტამენტის დაკვეთით უცვლიან. რეაბილიტაციის დაწყების შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი 11 ივნისს  წერდა. 10 აგვისტოდან კი სამუშაოები შეჩერდა. ამ დრომდე ხიდი მოაჯირების გარეშეა.

 

ამ ხიდზე სოფლის 4 ნახირი დადის. მოძრაობენ ტურისტები, საღამოს საათებში ადგილობრივები იყრიან თავს.

 

,,ორი კვირის წინ მივწერეთ საგზაო დეპარტამენტს, რათა დროულად დაამთავრონ სამუშაოები. პასუხი წერილობით არ მიგვიღია, თუმცა  სიტყვიერად გვითხრეს, რომ სამუშაოებს მალე დაამთავრებენ. დღეს კიდევ შევახსენებ" - აცხადებს გია წვერავა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები