ახალი ამბები
ენმ-ს კანდიდატს ხოვლელებმა სასმელი წყლის პრობლემის მოგვარება სთხოვეს
გორი-კასპის მაჟორიტარი კანდიდატი ოპოზიციიდან ბადრი ბასიშვილი ხოვლელებს შეხვდა. სასმელი წყლის პრობლემის მოსაგვარებლად ადგილობრივებმა დახმარება სთხოვეს.

ხოვლეში იმყოფებოდა კასპის რაიონული ორგანიზაციის ლიდერი ნუგზარ ნონიაშვილიც. ის 2020 წლის რიგგარეშე არჩევნებზე კასპის მერად იყრის კენჭს.

2019 წლიდან კასპის მერიამ სოფლის სათავე ნაგებობის, ავზის რეაბილიტაცია დაიწყო. თუმცა, მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი დიდ სოფელში სასმელი წყლის პრობლემა ბოლომდე ვერ მოგვარდა

,,ამიმდინარე წელს იგეგმება სისტემის რეაბილიტაცია. გაკეთდება 1 კმ-იანი მილი, რომელიც ავზიდან სოფელში წამოვა. გაკეთდება ისე, რომ თვითნებური მიერთებები არ იყოს. ზოგადად ძალიან ჭირს წყალი სოფელში" - ამბობს ბაჩო ხუციშვილი, სოფლის წარმომადგენელი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები