ახალი ამბები
ხაშურში საცხოვრებელი სახლის ეზოში სამხერხაო აღმოაჩინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქალაქ ხაშურში არარეგისტრირებელი ლენტური ტიპის სახერხი საამქრო გამოავლინეს.

მოქალაქეს სახერხი საამქრო, 38 წიწვვანი სახეობის მორი და 2მ3-ზე მეტი ფიცარი საცხოვრებელი სახლის ეზოში ჰქონდა განთავსებული. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სახერხი დანადგარი დალუქეს.

ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაიგზავნა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები