ახალი ამბები
ნიქოზი-თბილისის ელექტრომატარებლის აღდგენის მოთხოვნით აქცია გაიმართა
,,ნიქოზი-თბილისის" ელექტრომატარებლის აღდგენის მოთხოვნით აქცია გაიმართა. მას ერთიანი ნაცინალური მოძრაობის შიდა ქართლის ორგანიზაციის წევრებმა გაუწიეს ორგანიზება.

გორი-კასპის მაჟორიტარი კანდიდატის, ბადრი ბასიშვილის თქმით, ხელისუფლებამ მატარებლის აღდგენის მოთხოვნით გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს.

,,პანდემიამდე ამ მატარებლით სარგებლობდა უამრავი ადამიანი, გლეხი, სტუდენტი. აუცილებელია დროული ნაბიჯების გადადგმა. გლეხს თავისი პროდუქციის რეალიზაცია სწორედ ამ მატარებლით უწევდა" - აცხადებს ბადრი ბასიშვილი.

ადგილობრივი მკვიდრის, ლელა ჯანეზაშვილის განცხადებით, პრობლემები იმ ადამიანებსაც ექმნება, ვინც დედაქალაქშია დასაქმებული.

სამგზავრო ელექტრომატარებლების მიმოსვლა 2020 წლის 31 მარტიდან შეწყდა. კორონავირუსის პანდემიის გამო, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული. საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ, მთავრობამ რამდენიმე მიმართულებით დაწესებული შეზღუდვები მოხსმა, თუმცა ეს არ შეეხო ელექტრომატარებლების მოძრაობას.
Print

სტატიის გამოყენების პირობები