ახალი ამბები
კარალეთის გზაზე მომხდარ ავარიისას დაშავებული ქალი გარდაიცვალა
გორი-კარალეთის გზაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული ქალი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია შს სამინისტროს პრეს-სამსახურმა დაგვიდასტურა.

ავტოსაგზაო შემთხვევა წუხელ 31 ივლის საღამოს მოხდა. ერთმანეთს ,,მერსედესი" და ,,ბმვ"-ს მარკის ავტომანქანები შეეჯახა.

სამი ადამიანი დაშავდა, მათგან ერთ-ერთი მგზავრი, ქალი იყო.

შს სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს. 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები