გორში სამეფო ქუჩის რეაბილიტაცია მსოფლიო ბანკის დაფინანსებით
განხორციელდება. ამისათვის 3 მლნ ლარი გამოიყო.
ტენდერი მუნიციპალური განვითარების ფონდმა უკვე გამოაცხადა. ტენდერში
გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები 7 თვეში უნდა დასრულოს.
პროექტის მიხედვით, ძველი ხიდიდან ბარათიშვილის ძეგლამდე საგზაო
ინფრასტრუქტურა მთლიანად გამოიცვლება.
რაც შეეხება ქვაფენილს, მას ძველი ხიდიდან გზის გარკვეულ მონაკვეთამდე
გამოიყენებენ.
სტატიის გამოყენების პირობები