ახალი ამბები
ხიდისთავში ახალი ხიდის მშენებლობა დაიწყო
რამდენიმე თვის განმავლობაში შეზღუდული იქნება გორი-უფლისციხა და ატენის მიმართულებით მოძრაობა. მდინარე ტანაზე ახალი ხიდის მშენებლობა დაიწყო.

მშენებლობა სოფელ ხიდისთავის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. სამუშაოებისთვის 1,1 მლნ ლარი გამოიყო.

რეგიონალური განვითარების სამინისტროს დაკვეთით ჩატარებული კვლევის საფუძველზე, ხიდის გამოკვლევის პროცესში დაფიქსირდა შემდეგი დეფექტები და დაზიანებები:

გამოფიტულია სანაპირო ბურჯების საკარადე კედლების ბეტონი; ჩამოშლილია შუალედი ბურჯების რიგელების დამცავი ფენი ბეტონი; დაზიანებულია შუალედი ბურჯის დგარები; დაზიანებული მალის ნაშენის კოჭებს შორის ნაკერები და კოჭების წიბოები; კალაპოტში შემორჩენილია ძველი ხიდის ნარჩენები რაც ავიწროებს მდინარის კალაპოტს.

დაზიანებულია სადეფორმაციო ნაკერები და მისი მიმდებარე სავალი ნაწილის ასფალტბეტონის საფარი ხიდზე არ არის მოწყობილი წყალმომცილებელი სისტემა; დაზიანებულია თვალამრიდები და ფოლადის მოაჯირები; სანაპირო ბურჯების ფერმისქვეშა ფილები დანაგვიანებულია ჩამონაშალი გრუნტითა და საყოფაცხოვრებო ნაგვით.

საქართველოს რეგიონალური განვითარების სამინისტროს ცნობით, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი დაზიანებები აღმოიფხვრება 2020 წელს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები