ახალი ამბები
კოდავარდისუბანში სანიაღვრე არხის სიგანე კომპანიამ თვითნებურად შეამცირა
10 სმ-ით ნაკლები აღმოჩნდა იმ სანიაღვრე არხის სიგანე, რომელიც ქარელის მერიის დაკვეთით სოფელ კოდავარდისუბანში გააკეთეს. ამის შესახებ მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ზემდგომებს მოახსენა.

ქარელის მერიამ სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას გაფრთხილება მისცა, რაც ერთი წლის განმავლობაში მსგავსი სახის სამუშაოებზე გამოცხადებულ ტენდერებში კომპანიის საწინააღმდეგოდ იმოქმედებს.

ინდმეწარმე პაატა ხაჭაპურიძემ, ამავე დასკვნის მიხედვით, სანიაღვრე არხს წყალშემკრები ჭაც არ გააკეთა.

კოდავარდისუბანი ქარელის
მუნიციპალიტეტში მდებარეობს. დასახლება მთის ფერდობზეა გაშენებული და ხშირია ნიაღვრები. პროექტის ავტორებმა მიიჩნიეს, რომ სანიაღვრე არხის სიგანე მინიმ ნახევარი მეტრი უნდა ყოფილიყო.

მიუხედავად პრეტენზიისა, ქარელის მერიამ კომპანიას ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 99% გადაურიცხა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები