ახალი ამბები
გორში ახალგაზრდები პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ ქეიფობდნენ
გორში, მოქალაქეებმა პოლიცია გამოიძახეს მას შემდეგ, როდესაც შეამჩნიეს, რომ ქუჩაში მოქეიფე ახალგაზრდებს შორის, ჩხუბი ატყდა. შემთხვევა წუხელ სტალინისა და თამარ მეფის ქუჩების გადაკვეთაზე მოხდა.

ადგილზე საპატრულო და კრიმინალური პოლიციის განყოფილების თანამშრომლები მივიდნენ. სამართალდამცველებს ჩვეულებრივი სიტუაცია დახვდათ. ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ახალგაზრდებმა ქეიფი არ შეწყვიტეს და გააგრძელეს.

პოლიცია რამდენიმე მეტრის მოშორებით დადგა და ქეიფის დასრულებას ელოდა. ახალგაზრდებს, პოლიციის თვალწინ, ერთმანეთის მიმართ აგრესიული დამოკიდებულება არ გამოუვლენიათ.

,,არავინ დაგვიკავებია" - გვითხრეს სამართალდამცველებმა. სუპერმარკეტიც ჩვეულ რეჟიმში აგრძელებდა მუშაობას.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები