ახალი ამბები
გორის მერს ელექტრონული ,,ბეჭედი" დაებლოკა
გორის მერს ელექტრონული ხელმოწერის შტამპი დაებლოკა. ამის შესახებ ერთ-ერთმა სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელმა გვითხრა, რომელიც ხელშეკრულების გაფორმებას რამდენიმე დღის განმავლობაში ელოდებოდა.

გორის მერი დოკუმენტებზე, მათ შორის, სამშენებლო სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით საჭირო ხელშეკრულებებზე ხელს არ აწერდა. თავდაპირველად კომპანიის დირექტორი ფიქრობდა, რომ მერიამ მასთან ხელშეკრულების გაფორმება გადაიფიქრა.

როგორც შემდეგ გაირკვა, მერს ხელმოწერის შესაძლებლობა არ ჰქონდა, რადგან ელექტრონული ხელმოწერის შტამპი
გაუქმებული იყო.

გორის მერიის შესყიდვების სამსახურის უფროსი, ტარიელ მეტრეველი აღნიშნავს, რომ ეს იყო ტექნიკური ხასიათის პრობლემა, რომელიც აღმოფხვრილია. მერიაში ფიქრობენ, რომ კიბერუსაფრთხოების კუთხით ფაქტი შესწავლას არ საჭიროებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები