ახალი ამბები
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში მინისტრად თეა ახვლედიანი დანიშნეს
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტზე თეა ახვლედიანი დაინიშნა. ამის შესახებ დღეს პრესმიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისი თქმით, თეა ახვლედიანი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ მუშაობდა, თუმცა მანამადე დიდი გამოცდილება მიიღო დიპლომატიური გუნდის წარმომადგებლობაში, როგორც ევროპის მიმართულებით ასევე კონფლიქტების მიმართულებით.

,,ამიტომ ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ქვეყნის დეოკუპაცია გადის მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიან შერიგებაზე, ამიტომ ამ სამინისტროს ფუნქცია და თქვენი პირველ რიგში მოვალეობა და ყველაზე დიდი მისია გახლავთ ჩვენ აფხაზ და ოს ძმებთან შერიგების პროცესის წარმატებით წარმართვა და დასრულება. მოგეხსნებათ, რომ საქართველოს მთავრობის ძირითადი მიზანი გახლავთ მშვიდობიანი დეოკუპაცია ქვეყნის და ყველას კარგად გვესმის, რომ მშვიდობიანი დეოკუპაცია ქვეყნის გადის შერიგებაზე, შრომასა და საქართველოს კიდევ უფრო მაღალი დემოკრატიის ხარისხის ქვეყნების რანგში გადანაცვლებაზე." - განაცხადა გახარიამ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები