ახალი ამბები
გორში 87-წლის კაცის ცემის ფაქტზე შვილი დააკავეს
გორის შს სამმართველოს თანამშრომლებმა, 87-წლის ასაკის მამის ცემის გამო, შვილი დააკავეს.

გორის პროკურატურამ დაკავებულს  ბრალი ოჯახში ძალადობის მუხლით წაუყენა. შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტში მოხდა.

პროკურორის თქმით, შვილმა მამას მუშტი დაარტყა.

პროცესზე დაზარალებულიც გამოცხადდა, რომელიც აცხადებს, რომ შვილს ჩადენილ ქმედებას პატიობს.

პროცესის დაწყებამდე სასამართლოს დაცვის წევრებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს. ექიმები დაკავებულების ოთახში შევიდნენ. 

ბრალდებულების ოთახში რამდენიმე პირი იმყოფება. სასამართლოს თანამშრომლებმა არ დააკონკრეტეს, თუ ვის დასჭირდა სამედიცინო დახმარება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები