ახალი ამბები
,,ტამ ჟენშჩინა, ნე კურილა"

 

 

გორის მერიას ქონების მართვის სააგენტომ ყურძნის ჩამბარებელი პუნქტის მოსაწყობად ტერიტორიის გამოყოფის თხოვნით მიმართა. ამისათვის, მერიას თანხმობა საკრებულოსგან ჭირდება. ქონების მართვის სააგენტოს წერილი, საკრებულოს სხდომამდე, ქონების მართვის კომისიამ განიხილა, რომელსაც ზაზა მეზვრიშვილი ხელმძღვანელობს.

 

თამარ თედლიაშვილი დაინტერესდა, იცოდა თუ არა აღნიშნული ტერიტორია ზაზა მეზვრიშვილმა.

 

,,იქნებ ჩემი სახლის ტერიტორიაა. სად არის ეს ადგილი, თეატრის გვერდით თუ სად?" - კითხულობდა თამარ თედლიაშვილი და პასუხი ზაზა მეზვრიშვილისგან აინტერესებდა. შეკითხვის ავტორი თავისუფალი დემოკრატების წევრია, ხოლო ზაზა მეზვრიშვილი - ლეიბორისტი.

 

ზაზა მეზვრიშვილმა თამარ თედლიაშვილს საკადასტრო კოდის ნომერი უთხრა. საკრებულოს სხდომაზე მყოფი სხვა წევრები კარნახობდნენ, რომ 26 მაისის სანაპირო ლომჭაბუკის მიმდებარე ტერიტორიას გულისხმობს.

 

საბოლოოდ, ეს საკითხი ჩავარდა, რადგან ოპოზიციური პარტიის წევრებს მიაჩნდათ, რომ ყურძნის ჩასაბარებლად სხვა, მაგალითად, კომბინატის ტერიტორია გამოყონ. ეს ალტერნატივა დავით წეწვაძემ წამოწია.

 

ფრაქცია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარემ სოსო ფალელაშვილმა შესვენება და ეკონომიკური სამსახურის განყოფილების უფროსის დაბარება მოითხოვა. კონსულტაციების შემდეგ მერიამ საკითხის კომისიისთვის უკან დაბრუნება მოითხოვა და სხვა ალტერნატიული ფართობზე ფიქრი გადაწყვიტა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები