შინდისის ბრძოლაში დაღუპული ჯარისკაცების მემორიალთან შს მინისტრი მივიდა
თავდაცვის მინისტრისა და სამხედროების შემდეგ შინდისში მემორიალთან შს
მინისტრი და პოლიციელები მივიდნენ.
მათ გვირგვინით შეამკეს მონუმენტი, რომელიც რუსეთის სამხედროების მიერ
მოკლული ქართველი მეომრების სამახსოვროდ რამდენიმე წლის შეიქმნა.
12 წელი გავიდა შინდისის ბრძოლიდან. რუსეთის ბატალიონი
,,ვოსტოკი" 2008 წლის 11 აგვისტოს ცხინვალიდან ნიქოზის გავლით
გორისკენ დაიძრა. ამ გზაზე ისინი სენაკის ბრიგადის წევრებს
გადაეყარნენ.
ამ ბრძოლაში 17 ქართველი სამხედრო დაიღუპა.
სტატიის გამოყენების პირობები