ახალი ამბები
,,ჩაიფიქრეთ, ბატონო პაპუნა" - კურიოზული ბიურო

 

აღნიშნული ფაქტი Qartli.gE-ს ვიდეოკამერას აქვს დაფიქსირებული.

 

საქმე იმაშია, რომ იმ დღეს ბიუროს წევრები მომავალი საკრებულოს სხდომის დღის წესრიგს ამტკიცებდნენ და მომხსენებლების რიგითობას ადგენდნენ.

 

რამდენიმე წევრმა უკმაყოფილება სხვადასხვა საკითხების ირგვლივ გამოხატა.  

 

ოქრუაშვილის ,,ქართული პარტიის", ალასანიას ,,თავისუფალი დემოკრატებისა" და ნინო ბურჯანაძის ,,გაერთიანებული დემოკრატების" წარმომადგენლების ხელის აწევით, სადავო საკითხები ჩააგდეს და დღის წესრიგიდან ამოიღეს.

 

,,საკითხების ჩაგდების უფლება ბიუროს არ ჰქონდა" - ამბობს ნინო ზურაბიშვილი, რომელიც იმ პერიოდში შვებულებაში იმყოფებოდა და ინფორმაცია, მსგავსი ფაქტის შესახებ, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ვებ-გვერდზე იმ დროს განთავსებულ სტატიაში ფრაგმენტულად ამოიკითხა.

 

,,საკითხების მუხლობრივად განხილვა საკრებულოს სხდომაზე ხდება, სადაც საკრებულოს ყველა წევრი ესწრება. გადაწყვეტილებას საკრებულოში ყველა წევრი იღებს და არა ბიუროს რამდენიმე წევრი" - განმარტავს ზურაბიშვილი.

 

სამანდატო საპროცედურო კომისიის თავმჯდომარე თამარ თედლიაშვილი, (თავისუფალი დემოკრატები) აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, კომენტარს არ აკეთებს.

 

აღნიშნულ ბიუროს სხდომას, დამსწრის სტატუსით, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი მინდია გოდერძიშვილიც ესწრებოდა. მისი თანდასწრებით საკითხების ამოღება ბიუროზე მოხდა.

 

რამდენიმე დღის შემდეგ, ბიუროზე ,,ამოღებული" და ,,ჩაგდებული" საკითხები, საკრებულოს სხდომაზე მაინც მოხვდა. თუ რატომ მოხვდა ბიუროზე ,,ჩავარდნილი" საკითხები საკრებულოს სხდომაზე, გოდერძიშვილს საკრებულოს სხდომაზე კითხვა არ გასჩენია.

 

,,ისეთ კითხვას მისვამთ ახლა, ამას მოფიქრება უნდა" - ამბობს მინდია გოდერძიშვილი. 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები