ახალი ამბები
გორში ექიმის და მედდის კონტაქტებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ
გორიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 112 ნიმუშის პასუხები უარყოფითია. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა, ეკა ქორჩაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, ექიმისა და მედდის კონტაქტებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.

შეგახსენებთ, 2020 წლის 7 აგვისტოს კორონავირუსი დაუდგინდა ექიმს, რომელიც გორის ჰოსპიტალში მუშაობს, ხოლო მიწვევით კიდევ 4 კლინიკის თანამშრომელია, მათ შორის, გორმედის.

ექიმის კონტაქტების დადგენის და ანალიზის ჩატარების შემდეგ, კორონავირუსი მხოლოდ გორის ჰოსპიტლის მედდას დაუდასტურდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები