ახალი ამბები
რეგიონული მედიის ასოციაციამ გორში ახალგაზრდებისთვის სემინარი გამართა

 

 

 

 

 

სემინარის მიზანი სამოქალაქო პასუხისმგებლობის ამაღლება, ახალგაზრდა ამომრჩეველთა სამოქალაქო აქტივობის გაზრდა და მათ მიერ ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში ხელშეწყობა იყო.

 

სემინარი  „საარჩევნო სისტემების რეფორმების, განვითარებისა და სწავლების ცენტრის“ დაფინანსებული პროექტის - „რეგიონული მედია ახალგაზრდების საარჩევნო ინფორმირებისა და განათლებისათვის“ - ფარგლებში მოეწყო.

 

აღნიშნულ შეხვედრაზე  ახალგაზრდა ამომრჩევლებმა ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე მიიღეს:

 

-საქართველოს სახელმწიფოებრივი მოწყობის მოდელი  (როგორ ნაწილდება ხელისუფლება სამ ინსტიტუციას შორის - პრეზიდენტი, პარლამენტი, მთავრობა);


-ქვეყნისმართვისპროცესშიამომრჩევლისმონაწილეობისგზები (უშუალო დემოკრატია - -არჩევნები, რეფერენდუმი, პლებისციტი);
-როგორ ხდება არჩევითიორგანოებისფორმირება (საარჩევნო სისტემა საქართველოში); 


-მოქალაქეებს და არჩეულ ინსტიტუციებს შორის ანგარიშვალდებულების პრინციპები (ხელისუფლების ანგარიშვალდებულება, გამჭვირვალობა და ინფორმირებული მოქალაქე).

 

სემინარის მონაწილეებს სამახსოვროდ დაურიგდათ საინფორმაციო მასალები  და ასევე შესაძლებლობა მიეცათ, რომ ჩაერთონ ამ პროექტის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსებში: საუკეთესო ესსე, საუკეთესო ფოტო, საუკეთესო სლოგანი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები