ახალი ამბები
,,ლელომ" შიდა ქართლის ორივე ოლქში მაჟორიტარი კანდიდატები წარადგინა
დღეს, 12 აგვისტოს პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

მაჟორიტარების წარდგენა მცხეთაში გაიმართა. 

ხაშურისა და ქარელის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კახა კოჟორიძეა. ის არის იურისტი. ადვოკატი.; თსუ-ს და GIPA-ს კურსდამთავრებული. სამართლის მაგისტრის ხარისხი მიიღო ლონდონში უნივერსიტეტში.

ასევე იყო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე და საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი.

პაპუნა კობერიძე- გორისა და კასპის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

ინჟინერ-ეკონომისტი, სამართალმცოდნე. ეროვნული მოძრაობის აქტივისტი. იყო გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი და გორის საკრებულოს თავმჯდომარე, არის თვითმმართველობის რეალური დეცენტრალიზაციისთვის აქტიური მებრძოლი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები