ახალი ამბები
კასპში საკათედრო ტაძრის წინ ,,ქარვასლა" შენდება - ენმ
კასპში ცენტრალურ ქუჩაზე საკათედრო ტაძრის წინ მშენებლობა იწყება, რომელსაც ბიზნესმენი კობა კურდღელაშვილი ხელმძღვანელობს.

ამის შესახებ ერთიანი მოძრაობის კასპის ორგანიზაციის წარმომადგენლები საუბრობენ.  მერს ,,ტუტუცი" უწოდეს და წარწერები მერიის შენობის წინ გააკეთეს.

ადგილობრივი აქტივისტები, მათ შორის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები მერის მოვალეობის შემსრულებელთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა შენობაში არ შეუშვეს.

ამის შემდეგ, პროტესტის მონაწილეებმა ეკორპუსის კედელზე წარწერა გააკეთეს.

,,კასპის საკათედრო ტაძრის წინ აშენებენ ქარვასლას, ეს ბიზნესმენი დაახლოებულია ,,ქართულ ოცნებასთან". მიწის ნაკვეთი გასხვისდა უკანონოდ, მაქინაციებით" - აცხადებენ ნაციონალური მოძრაობის კასპის ორგანიზაციაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები