დაახლოებით 15 სული საქონელი დაეცა ხიდისთავის მინდორში, რომლებიც
საბალახად ჰყავდათ გაშვებული.
ამ წუთებში ადგილზე პოლიცია მუშაობს. ადგილობრივები ამბობენ, რომ
საქონელი მოწამლეს.
"დამირეკეს, მასიურად ეცემა საქონელიო. ამოვედი და უკვე 10 სული
დახოცილი იყო. ესეთი რამე არ გვახსოვს, არ ვიცით, რას
დავაბრალოთ",-აცხადებს ზურაბ ტლაშაძე.
"საღი-სალამათი გამოვრკეთ დილით და დაგვახვედრეს დახოცილი. წაიღეთ და
ჩააბარეთო, ასე გვითხრეს. როგორ გავყიდოთ ასეთ მდგომარეობაში, იქნებ
რა ჭირთ. მოგვხედოს ვინმემ, მოვიდეს ხელისუფლება. სოფლის გამგებელმა
მითხრა, ბევრს ნუ ლაპარაკობო", - აცხადებს დალი ვანიშვილი.
სტატიის გამოყენების პირობები