ახალი ამბები
გორმედის ექთანს კორონავირუსი დაუდგინდა
განმეორებით ტესტირების შემდეგ გორმედის ექთანს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა ხათუნა შრუბმა განაცხადა.

მისი თქმით, სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელი 7 აგვისტოს შემდეგ თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. პირველი ტესტირების დროს ტესტმა უარყოფითი აჩვენა, ამჯერად - დადებითი.

ხათუნა შრუბი ამბობს, რომ მიმდინარეობს დამატებითი ეპიდემიოლოგიური კვლევა წყაროს დასადგენად.

შეგახსენებთ, 7 აგვისტოს კორონავირუსი დაუდგინდა სამხედრო ჰოსპიტლის ექიმს, რომელიც ამავე დროს გორმედში მუშაობდა. მის შემდეგ 11 აგვისტოს სამხედრო ჰოსპიტლის ექთანს დაუდასტურდა.

17 აგვისტოს კი, გორმედის ექთანს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები