ახალი ამბები
19 აგვისტო: კორონავირუსის ახალი 10 შემთხვევა, გამოჯანრთელებული - არც ერთი
19 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ დაავადება კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა გაავრცელა.

ინფექციური საავადმყოფოს წარმომადგენლის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ინფიცირებული 10 ახალი პაციენტიდან ერთი არის მესტიის კლასტერი,  4 დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი, 2 შემოტანილი შემთხვევა, 3-ის წყარო უცნობია და წყაროს დადგენის თვალსაზრისით კვლევა გრძელდება.

მისი ინფორმაციით, დღეს გამოჯანმრთელებული პაციენტი არ არის.

"გვყავს 1361 დადასტურებული შემთხვევა.  3 აგვისტოდან დღემდე დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა ჯამში გახლავთ 182, ხოლო გამოჯანმრთელებულების გახლავთ 139. დღეს გამოჯანმრთელებულები არ გვყავს. ამ მონაცემების შეჯერებით, კოვიდ ცენტრებში მკურნალობს 246 ადამიანი, ამ 246 დადასტურებული შემთხვევიდან კრიტიკულად მძიმეა 5 პაციენტი", -განაცხადა ეზუგბაიამ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები