ახალი ამბები
აზნეთის გზაზე დიდი სისწრაფით მოძრავი მანქანა გაჩერებულ მანქანას დაეჯახა
გორი-ხიდისთავი-უფლისციხის გზაზე ავარია მოხდა. დიდი სისწრაფით მოძრავი ავტომანქანა გაჩერებულ მანქანას დაეჯახა.

დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.

წინასწარი ინფორმაციით, მანქანა გრუნტიან გზაზე იყო გაჩერებული. რაც შეეხება დაშვებულ სიჩქარეს, გზაზე დაყენებული საგზაო ნიშნების მიხედვით, მოძრაობა, დასახლებული პუნქტის გამო, (ე.წ. აზნეთის დასახლება) 50 კმ/სთ სიჩქარეა.

ხიდისთავის პოლიციამ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც საგზაო მოძრაობის წესების დარღევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები