ახალი ამბები
გვიან ღამით გორში ველოსიპედით მოძრავ ახალგაზრდებს გადაადგილება შეუზღუდეს
,,არ იცავდნენ უსაფრთხოების წესებს," - აცხადებენ შს სამინისტროს პრეს-სამსახურში.

გვიან ღამით გორის პოლიციამ ველოსიპედით მოძრავი ახალგაზრდები გააჩერა და ნახევარი საათის განმავლობაში გადაადგილება აუკრძალა.

პოლიციის თანამშრომლებმა ადგილზე კომენტარი არ გააკეთეს, თუმცა პრეს-სამსახურში განმარტავენ, რომ ახალგაზრდებს მოძრაობისა და უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოუწოდეს. 

შს სამინისტროში იმასაც განმარტავენ, რომ ველოსიპედით მოძრავი ახალგაზრდების მიმართ სხვა ინტერესი არ არსებობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები