ახალი ამბები
,,ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი დააჯარიმეს
დავით მახნიაშვილი იმის გამო დააჯარიმეს, რომ მან გორის მერს იუბილე რუსეთის დროშის დახატვით მიულოცა.

მერიის იურიდიული სამსახურის გადაწყვეტილება ,, ევროპული საქართველოს" წარმომადგენელს სახლში დღეს გაუგზავნეს.

ქალაქის იერსახის დამახინჯების მუხლით დავით მახნიაშვილი ადმინისტრაციული სახდელი დაეკისრა.

შეგახსენებთ,  გორის მერს, კონსტანტინე თავზარაშვილს, 63 წლის იუბილე 15 აგვისტოს აქცია-პერფორმანსით მიულოცეს “ევროპული საქართველოს” რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა.

მერიის შენობის წინ, მათ სიმბოლურად რუსული დროშა დახატეს. აქციის მონაწილეები ფიქრობენ, რომ მათი საჩუქარი მერს გაახარებს რადგან ის პრორუსული განცხადებებით გამოირჩევა და საბჭოთა ნოსტალგია აქვს.

რუსული დროშის მერიის შენობის წინ დახატვის პროცესი დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა გააპროტესტეს და ხელშეშლა სცადეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები