საიას (ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის) გორის ოფისის ხელმძღვანელი ქეთევან ბებიაშვილი ამბობს, რომ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის მიერ გავრცელებულ ვიდეოს მიხედვით, ბიუროს რეგლამენტი და პროცედურები დარღვეულია.
დღესაც იგივე აზრზე რჩება ნინო ზურაბიშვილი, რომლის კომენტარი ვიდეოს შემდეგ ახლავს.
ვიდეოჩანაწერის მიხედვით ბიუროს სხდომაზე წევრებმა საკითხები ,,ჩააგდეს", ხოლო საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ნინო ზურაბიშვილმა ბიუროზე მყოფი წევრები რეგლამენტის უცოდინრობაში ამხილა.
ნინო ზურაბიშვილი, შვებულების გამო, ბიუროს სხდომას არ ესწრებოდა.
ზურაბიშვილი პასუხისმგებლობას სამანდატო საპროცედურო კომისიის თავმჯდომარეს თამარ თედლიაშვილს აკისრებს. ,,სწორედ, მას უნდა მიეთითებინა პაპუნა კობერიძისთვის, რომ მსგავსი სახის პროცედურები არ განხორციელებულიყო" - ამბობს ნინო ზურაბიშვილი.
თამარ თედლიაშვილი ამბობს, რომ ნინო ზურაბიშვილი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის დისკრედიტაციას ახდენს.
პაპუნა კობერიძის განცხადებით, გახმაურებული ბიუროს სხდომა, სადაც ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს იხილავდნენ, ერთგვარ სიმულაციურ სხდომას წარმოადგენდა, სადაც მერიც ჰყავდათ მიწვეული.
,,მერს დავანახვეთ ის გარემოება, რომ საკრებულოს სხდომაზე მის მიერ წარმოდგენილ საკითხებს ჩავარდნა ემუქრებოდა"" - განმარტავს პაპუნა კობერიძე.
,,სიმულაციურ" მიდგომაზე საუბრობენ ,,ქართული პარტიის" წევრი ილია მეტრეველი და ,,თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელი დავით წეწვაძე. მათი თქმით, ეს ,,გარემოება" იქ მყოფთაგან ყველამ იცოდა.
საიას გორის ოფისის ხელმძღვანელი ქეთევან ბებიაშვილი ურჩევს საკრებულოს წევრებს, რომ მსგავსი სახის პროცედურული დარღვევებით, ბიუროს სხდომა აღარ წარმართონ.
სტატიის გამოყენების პირობები