ახალი ამბები
,,ხელისუფლებამ საჯარო სამსახურებიდან პოლიტიკური ნიშნით ადამიანების გათავისუფლება დაიწყო'' - ბადრი ბასიშვილი
შიდა ქართლის ორივე ოლქში არჩევნებს ოპოზიცია გაიმარჯვებს. ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა, გორი-კასპის მაჟორიტარმა კანდიდატმა ბადრი ბასიშვილმა განაცხადა.

,,ქართლის სტუდიაში" სტუმრობისას აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ საჯარო სამსახურებიდან ადამიანების გათავისუფლება დაიწყო:

,,დაიწყეს განსხვავებული შეხედულების მქონე ადამიანების განთავისუფლება სამსახურებიდან. მე ამ წუთას ვიმყოფები სოფელ ძევერაში. ძევერის საჯარო სკოლის პედაგოგი თამარ ბუხრაძე გაათავისუფლეს სამსახურიდან. ის იყო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სახელით საარჩევნო კომისიის წევრი წლების განმავლობაში და არ ასრულებს იმ დავალებებს, რასაც სკოლის დირექტორი ავალებდა. თუ ეს ყველაფერი რეაგირების გარეშე დარჩება, წინასაარჩევნო პერიოდი კიდევ უფრო დაიძაბება." - განაცხადა ბასიშვილმა.

ბადრი ბასიშვილის ინფორმაციით, კანდიდატებს რეგიონში ,,გაერთიანებული ოპოზიცია" უახლოეს დღეებში ოფოციალურად წარადგენს.

,,ეკონომიური მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება. ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში კოალიციის შედეგად ჩამოყალიბდება ახალი ხელისუფლება, რომელიც შექმნის სამუშაო ადგილებს და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები უსამართლობის წინააღმდეგ იბრძოლებენ." - განაცხადა ბასიშვილმა.

რაც შეეხება ზეწოლებს, ოპოზიციური პარტიის კანდიდატი აღნიშნავს, რომ ასეთი ფაქტები არსებობს:

,,მათ შორის ჩემს მიმართ იყო შეშლა, ორი კვირის წინ, ჩვენ გადავლახეთ ეს ბარიერი და ნიქოზში შესვლა შევძელით. მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ოცნება და მისი კანდიდატი წააგებენ ოლქებს. ამის თქმის უფლებას მაძლევს ყოველდღიური შეხვედრები მოსახლეობასთან. ჩვენს ოფისზე მეოთხედ მოხდა თავდასხმა, თუმცა ამაზე რეაგირება არავის მოუხდენია. ჩვენს ეს არ გვაშინებს, პირიქით გვაძლიერებს. და ჩვენ შევცლით არსებულ ხელისუფლებას." - თქვა ბადრი ბასიშვილმა ,,ქართლის სტუდიაში".

იხ. გადაცემა სრულად
Print

სტატიის გამოყენების პირობები