ახალი ამბები
ბავშვთა თავშესაფარში მცხოვრებმა არასრულწლოვნებმა გორის პოლიციას მიმართეს
გორის შს სამმართველოს თანამშრომლებმა გამოძიება დაიწყეს არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე. ამის შესახებ ინფორმაცია შს სამინისტროს პრეს-სამსახურში დაგვიდასტურეს.

გორის თავშესაფრის ერთ-ერთ თანამშრომელს არასრულწლოვნები პრეტენზიებს უყენებენ და აღნიშნავენ, რომ მისგან სისტემატიურად განიცდიან ზეწოლას.

,,მაგალითად, თუ 9 საათამდე ვერ მოვასწარით ჭამა, შემდეგ უკვე აღარ გვაჭმევს საჭმელს. ასევე, შეზღუდული გვაქვს ბანაობის საათებიც. ეს ხდება მაშინ, როდესაც თავშესაფარში ერთ-ერთი თანამშრომელი მუშაობს. ვითხოვთ, აღარ იყოს ჩვენი ზედამხედველი," - გვითხრეს არასრულწლოვნებმა.

ბავშვთა პრეტენზიების შესახებ ინფორმირებულია სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლებიც, რომელთან ერთადაც დღეს პოლიციაში ბავშვები დაკითხეს.

შს სამინისტროს პრეს-სამსახურში განგვიცხადეს, რომ გამოძიება 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. (ძალადობა არასრულწლოვანთა მიმართ.)

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები