გორი-კარალეთის გზაზე მიკროავტობუსი და მსუბუქი მანქანა ერთმანეთს
შეეჯახა. შემთხვევა დღეს საღამოს მოხდა.
ავტომანქანა გორიდან კარალეთისკენ მოძრაობდა, მიკროავტობუსი კი, -
ავტობანიდან კარალეთის გზაზე აპირებდა შესვლას.
მიკროავტობუსში რეხელი ახალგაზრდები ისხდნენ. დაშავდა 3
ადამიანი.
ორს დაჟეჟილობა შუბლის არეში აღენიშნებოდა, მესამემ კი, - მარცხენა
კიდურზე მიიღო დაჟეჟილობა.
ბოლო ერთი თვეა გორი-კარალეთის გზაზე გარეგანათება გამორთულია. რაც
ავტოსაგზაო შემთხვევების რისკს კიდევ უფრო ზრდის.
სტატიის გამოყენების პირობები