ახალი ამბები
კასპის მერის არჩევნებზე კენჭს ორი ყოფილი გამგებელი იყრის
კასპის მერის არჩევნებზე ,,ქართული ოცნებიდან" ვახტან მაისურაძე იყრის კენჭს, ხოლო ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ნუგზარ ნონიაშვილს წარადგენს.

ვახტანგ მაისურაძე ,,ქართულ ოცნებას" დღეს უნდა წარედგინა, თუმცა შატილის გზაზე მომხდარ ავტოკატასტროფის გამო, ცერემონია გადაიდო.

რაც შეეხება ნუგზარ ნონიაშვილს, როგორც ,,ენმ"-ს ადგილობრივ ორგანიზაციაში აცხადებენ, მისი წარდგენა უახლოეს დღეებში იგეგმება.

კასპის მერის არჩევნები 2020 წლის ოქტომბერში, საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, გაიმართება. რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საკითხი მაშინ დადგა, როდესაც არჩეულმა მერმა მანუჩარ მერებაშვილი თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დაწერა.

ვახტანგ მაისურაძე და ნუგზარ ნონიაშვილი კასპის ყოფილი გამგებლები არიან. ვახტან მაისურაძე ჯერ კიდევ 2006-2007 წლებში იყო აღნიშნულ პოსტზე, ხოლო ნუგზარ ნონიაშვილი - შემდგომ. მაისრაძეს პრობლემები ,,ნაციონალურმა მოძრაობამ" ირაკლი ოქრუაშვილის გუნდთან სიახლოვის გამო, შეუქმნა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები