ახალი ამბები
ავტობანზე ავტომანქანა მამაკაცს დაეჯახა
გორი იგოეთის მონაკვეთზე მანქანა მამაკაცს დაეჯახა.

ქვეითი ადგილზე დაიღუპა. სასწრაფო დახმარების ბრიგადას იგი უკვე გარდაცვლილი დახვდა.

შემთხვევა შავშვები-ნაწრეტის მონაკვეთზე მოხდა.

ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე რამდენიმე მანქანა ფიგურირებს. პოლიციამ 3 ავტომანქანა საჯარიმოზე გადაიყვანა. მძღოლები აცხადებენ, რომ ისინი მხოლოდ ძირს დაცემულ ადამიანს შეეჯახნენ.

წინასწარი ინფორმაციით, ქვეითს, რომელიც გზაზე გადადიოდა, ჯერ ერთი მანქანა შეეჯახა, შემდეგ - 3.

შს სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები