ახალი ამბები
კასპის სოფელ ახალქალაქში ავარია მოხდა
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში ავტომანქანა ბეტონის კონსტრუქციას შეეჯახა.

დიდი სიჩქარით მიმავალი სატრანსპორტო საშუალება გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და მაღალი ძაბვის გადამცემი ბოძის დამცავ ჯებირს დაეჯახა.

,,ბოძს რომ დაჯახებოდა, ნახევარი ქართლი ჩაბნელდებოდა"- აცხადებენ ადგილობრივები.

დაშავებული მძღოლი  საავადმყოფოში გადაიყვანეს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები