ახალი ამბები
გორში შარტავას ქუჩის რეაბილიტაციის მიზნით 1 მლნ ლარი გამოიყო
გორის მერიამ 1,07 მლნ ლარი შარტავას ქუჩის რეაბილიტაციის მიზნით გამოყო. ტენდერი 24 აგვისტოს გამოაცხადა.

გამარჯვებული კომპანია ერთ თვეში გამოვლინდება. პროექტის ფარგლებში, სრულად შეიცვლება საგზაო ინფრასტრუქტურა.

რეაბილიტაცია გზის ორივე უბანს (დაახლოებით 1,3 კმ) ჩაუტარდება. სამუშაოები კი, 6 თვეში უნდა დასრულდეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები