ახალი ამბები
გორის შს სამმართველოს უფროსად ლექსო სუხიშვილი დაინიშნა
გორის შს სამმართველოს უფროსად ლექსო სუხიშვილი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია გორის შს სამმართველოს მიმღებში დაადასტურეს.

სუხიშვილი მანამდე მეჯვრისხევის განყოფილებაში მუშაობდა. მან საკადრო გადაადგილები ქვეგანყოფილებებშიც განახორციელა.

კერძოდ, შეცვალა ატენი-ხიდისთავის ქვეგანყოფილების ხელმძღვანელი, სადაც სოსო მურჩაშვილი დაინიშნა. სუხიშვილმა და მურაჩაშვილმა ატენი-ხიდისთავის ტერიტორიაზე ახალი ბლოკ-პოსტები შექმნეს და გარემოს დაცვის ზედამხედველობის ფუნქციებიც შეითავსეს.

მათი პოლიციელები ატენის ხეობიდან მომავალ სატვირთო მანქანებს აკონტროლებენ. პოლიციელები ამბობენ, რომ ისინი უკანონო ხე-ტყის ჭრას არ დაუშვებენ.

ლექსო სუხიშვილმა მნიშვნელოვან პოსტებს 2017 წლიდან მიაღწია.

ჯერ შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტემენტის ნარკოტიკული საშუალებების წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილებაში გამომძიებლად მუშაობდა. 2018 წელს კასპში უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროსად დანიშნეს. იმავე წელს კასპის შს სამმართველოს უფროსის მოადგილედ დააწინაურეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები