ახალი ამბები
უფლისციხესთან ახალი ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს
მდინარე მტკვარზე ახალი ხიდის მშენებლობა 2 წელი გაგრძელდება. უფლისციხესთან დამაკავშირებელ ხიდს კომპანია ,,Construction Service" აშენებს.

პროექტი საქართველოს საგზაო დეპარტამენტის დაკვეთით ხორციელდება. ხელშეკრულებას 2019 წლის 11 სექტემბერს მოაწერეს ხელი. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება 1 მლნ 869 905 ლარს შეადგეს.

ახალ ხიდს აშენებენ დღეს არსებული გადასასვლელი ხიდის გვერდით.

ლამპიონები ღამის განათებებით, ტროტუარები, დეკორატიული მოაჯირეები - ასეთი იქნება ახალი კონსტრუქციის ატრიბუტები, რომელსაც მუზეუმში მიმსვლელი ქვეითები და მძღოლები იხილავენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები