როსებაშვილმა ამ საკითხზე ჯერ კომისიის სხდომაზე და, შემდეგ, ბიუროს სხდომაზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, ,,სითი-პარკი" ქალაქში მოსაკრებლებს უნებართვოთ იღებს. აღნიშნული ინფორმაცია მას იმ კომპანიის ხელმძღვანელისგან აქვს, რომელსაც მანამდე ქალაქის მთავრობას ხელშეკრულება გაფორმებული ჰქონდა.
,,თვითინ ის მეპატრონე მეუბნება, ხელშეკრულება გაუქმებულიაო" - აცხადებს ზურაბ როსებაშვილი. ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი კაკო ხუფენია და ეკონომიკური განყოფილების ხელმძღვანელი არჩილ კაჯილაშვილი პასუხობდნენ, რომ კომპანიას თანხების აკრეფის უფლება 2015 წლის ნოემბრის ბოლომდე აქვს.
სტატიის გამოყენების პირობები